ALLBATUMI.GE ბათუმის უძრავი ქონების სააგენტოა. ბინის ყიდვაში, გაყიდვაში, ქირაში და ქონების მართვაში გეხმარებით დასაწყისიდან ბოლომდე. ჩვენ არ ვართ უბრალოდ განცხადებების საიტი: ყველა ობიექტზე ჩვენ თვითონ ვმუშაობთ, ვიცნობთ ქალაქს, კომპლექსებს და ფასებს. კლიენტს ვაძლევთ რეალურ ინფორმაციას და არა მხოლოდ ფოტოებს.
რას გთავაზობთ
🏠 ბინის ყიდვა. თქვენს ბიუჯეტსა და მოთხოვნებზე შეგირჩევთ ვარიანტებს: ზღვის ხედით, ახალ აშენებულ კორპუსებში, Orbi City-ში თუ ძველ ბათუმში. მოგიწყობთ ნახვას, შეგიმოწმებთ საბუთებს და გაგიძღვებით გარიგების ბოლომდე.
💰 ბინის გაყიდვა. თქვენს ბინას შევაფასებთ რეალური საბაზრო ფასით, მოვამზადებთ ხარისხიან განცხადებას და გავავრცელებთ ჩვენს საიტზე, პარტნიორ პლატფორმებსა და სოციალურ ქსელებში. მყიდველებთან ურთიერთობას ჩვენ ვუძღვებით.
🔑 გრძელვადიანი ქირა. ვეძებთ საიმედო დამქირავებელს მესაკუთრისთვის და შესაფერის ბინას დამქირავებლისთვის, ავეჯით, ტექნიკით, სასურველ უბანში.
🌊 დღიური ქირა. კომფორტული ბინები ზღვასთან ახლოს, Orbi City-სა და ცენტრში. ჯავშანი პირდაპირ ჩვენთან ხდება, შუამავლის გარეშე.
📊 ბინის მართვა მესაკუთრეებისთვის. თუ ბინა ბათუმში გაქვთ და მასზე დრო არ გრჩებათ, მართვას ჩვენ ავიღებთ: გაქირავება, სტუმრების მიღება, დალაგება, კომუნალურები და ანგარიშსწორება. თქვენ შემოსავალს იღებთ, საქმეს კი ჩვენ ვაკეთებთ. თანამშრომლობის პირობებს ინდივიდუალურად შევათანხმებთ.
🏗 ახალი პროექტები და ინვესტიცია. ბათუმის მშენებარე და ახალ აშენებულ კომპლექსებზე გაგიწევთ კონსულტაციას. დაგეხმარებით აირჩიოთ ობიექტი, რომელიც საცხოვრებლად ან შემოსავლისთვის გამოგადგებათ. ვმუშაობთ უცხოელ კლიენტებთანაც: ქართულად, ინგლისურად და რუსულად.
რატომ ჩვენ
✔ ბათუმის ბაზარს კარგად ვიცნობთ, განსაკუთრებით Orbi City-ს და ზღვისპირა კომპლექსებს
✔ გაძლევთ რეალურ ფასებს და გულწრფელ რჩევას
✔ ყველა საკითხზე ერთი საკონტაქტო პირი გყავთ, ზარზეც და WhatsApp-ზეც
✔ ფასები დოლარში, ლარსა და ევროში
✔ გეხმარებით თავიდან ბოლომდე, პირველი ზარიდან გასაღების გადაცემამდე
დაგვიკავშირდით
გინდათ იყიდოთ, გაყიდოთ, იქირაოთ ან გააქირაოთ? დაგვირეკეთ ან მოგვწერეთ WhatsApp-ზე და საუკეთესო ვარიანტს ერთად ვიპოვით.
📞 +995 593 18 37 18
📍 ბათუმი, საქართველო
მადლობთ რომ გვენდეთ !
გისურვებთ წარმატებებს ...
ბინები ბათუმში / Binebi batumshi, Квартиры в Батуми